ჩოგბურთელი გოგონები
Aa
Aa

ჩოგბურთელი გოგონები "ფედერაციის თასზე" სათამაშოდ გაემგზავრნენ

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები "ფედერაციის თასის" გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ტალინში გაემგზავრა.

ნაკრების შემადგენლობაში სოფო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ ბოლქვაძე არიან. გუნდის კაპიტანი მაკა ჩახნაშვილია.

18 წლის მარიამ ბოლქვაძემ სოფიო ქვაცაბაია შეცვალა, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიასთან და პოლონეთთან ერთად ითამაშებს.

ტურნირი 8-11 თებერვალს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები