Aa
Aa

"მშვიდობით ჩიკი" - დე ხეა რომეროს ემოციურად დაემშვიდობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელი კარის დარაჯი სერხიო რომერო 30 ივნისს კლუბს დატოვებს.

მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია დავიდ დე ხეამ შეიტყო, საკუთარი თანაგუნდელი ემოციურად გააცილა. ესპანელი კიპერის თქმით, რომერომ სხვა კლუბში კარგი მოპყრობა დაიმსახურა.

რა თქვა დე ხეამ?

„წარმატებას გისურვებ ჩიკი! წარმატებას გისურვებ ჩემო მეგობარო. შენ ნამდვილად დაიმსახურე ახალ კლუბში კარგი მოპყრობა. ისიამოვნე!“

რომერო „წითელ ეშმაკებში“

არგენტინელი კიპერი ინგლისურ გრანდს 2015 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად რომერომ „იუნაიტედის“ ფორმა ჯამში 61-ჯერ მოირგო, თუმცა მიმდინარე სეზონში ოლე გუნარ სულშერმა მას 1 მატჩშიც არ მისცა მონაწილეობის უფლება. რომერო მანჩესტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები