პსჟ უკეთეს პირობებს სთავაზობს - ჯერი ვაინალდუმზეა
Aa
Aa

პსჟ უკეთეს პირობებს სთავაზობს - ჯერი ვაინალდუმზეა

სეზონის დასრულების შემდეგ ჟორჟინიო ვაინალდუმმა „ლივერპული“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ უნდა გადასულიყო. რონალდ კუმანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სწორედ ვაინალდუმი გახლავთ.

დღეს კი კატალონიური პრესის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხერარდ რომენო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი „ტვიტერის“ გვერდიდან ვიგებთ, რომ ჟორჟინიოს პსჟ-მ „ბარსლეონაზე“ გაცილებით სასურველი კონტრაქტი შესთავაზა. ახლა კი ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.

ვაინალდუმი ლივერპულში

30 წლის ფეხბურთელი მერსისაიდულ გრანდს 2016 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ვაინალდუმმა „ლივერპულის“ მაისური 237-ჯერ მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები