Aa Aa
5 ივნისი 2021  |  16:14

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ცვლილებაა

6-13 ივნისს, უნგრეთში, სტარტს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, სადაც გულშემატკივარი საქართველოს შემადგენლობას იხილავს. ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა 14  ძიუდოისტით იასპარეზებს, თუმცა სიახლეა ის, რომ თემურ ნოზაძის ნაცვლად განაცხადში ილია სულამანიძე იქნება (100 კგ).

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს სახელით 9 მამაკაცი და 5 ქალი ძიუდოისტი გამოვა.

კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81), ტატო გრიგალაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), ილია სულამანიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100)

ქალები: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52), მარიამ ჯანაშვილი (52), ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (70), სოფიო სომხიშვილი (+78).

აღსანიშნავია, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. 2019 წელს საქართველოს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც ამჯერად განაცხადში არ არის, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.

გაზიარება: