მალინოვსკი:
Aa
Aa

მალინოვსკი: "სერია ა-ში რონალდუზე ძლიერი მოთამაშეებიც არიან"

ბერგამოს „ატალანტას“ უკრაინელი ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი კრიშტიანუ რონალდუს სერია ა-ს ყველაზე ძლიერ მოთამაშედ არ მიიჩნევს.

-ვინ არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვის წინააღმდეგაც სერია ა-ში გითამაშიათ?

ნელი სათქმელია. მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს არ დავასახელებ. სერია A- ს მასზე ბევრად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

შემიძლია დავასახელო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი. ეს არის მურიელი. წარმოუდგენელი მოთამაშე. ცოტა სხვაგვარად რომ განვითარებულიყო მოვლენები, ის ითამაშებდა გუნდში, როგორიცაა ბარსელონა. ძნელი სათქმელია, რატომ არ არის ეს ასე. ალბათ საქმე ხასიათსაც ეხება - ის არის გასახდელების სული, მუდამ გაღიმებული, ყოველთვის ხუმრობს.

გასახდელში ხშირად ლათინურ-ამერიკულ სიმღერებს რთავს“.

-და მაინც. ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც ითამაშეთ? გასაგებია, რონალდო არა.

„ძალიან მომწონს ზიელინსკი ნაპოლიდან. ვფიქრობ, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია - არის მობილური, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, ტექნიკურია, ჭკვიანი ფეხბურთელია. ის საკმაოდ მოცულობით სამუშაოს ასრულებს. მის წინააღმდეგ თამაში უკიდურესად რთულია.

სინამდვილეში, სერია A- ში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ მე მომწონს ზიელინსკი“. - თქვა მალინოვსკიმ იუთუბ გადაცემაში სტუმრობისას Вацко Live-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები