საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს უმასპინძლა და დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს უმასპინძლა და დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს თბილისში უმასპინძლა და ამხანაგურ მატჩში ანგარიშით - 2-1 დაამარცხა.

პირველ ნახევარში ორივე ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა შეხვედრაში ანგარიში მხოლოდ ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როდესაც ჩვენმა გუნდმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ხოლო ბურთთან ლუკა პარკაძე მივიდა (1-0).

მეორე ტაიმში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უპირატესობა ორამდე სწრაფად გაზარდა. ამჯერად აზერბაიჯანს ნაკრების კაპიტანმა, გაბრიელ სიგუამ, საკმაოდ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გაუტანა (2-0), თუმცა მალევე
სანან აღალაროვმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და შეხვედრის საბოლოო ანგარიშს წერტილი დაუსვა (2-1).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. შეხვედრა 8 ივნისსაა ჩანიშნული. 

გიორგი ჩიტაურის გუნდი შეკრებას 1-8 ივნისამდე, თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაივლის.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორისაა ერთი ლეგიონერი, ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე).

U17 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი მაღრაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ციხელაშვილი (საბურთალო), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ყველაშვილი (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), ლაშა გადილია (მარტვილი), შოთა დადუნაშვილი (იბერია 2010), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ამინ კარაევი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ემსახურება. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მეოთხე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში 4  საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში  ჩატარდება. 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები