ერთი გამარჯვება ლიცენზიამდე - მადიევმა ფეტაჰოვიჩი დაამარცხა
Aa
Aa

ერთი გამარჯვება ლიცენზიამდე - მადიევმა ფეტაჰოვიჩი დაამარცხა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი დაიწყო.

საქართველოს სახელით კი ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას სამი მოკრივე ესკერხან მადიევი (69 კგ.),გიორგი ხარაბაძე (75 კგ.) და გიორგი ჭიღლაძე შეეცდებიან.

დღეს თავის პირველი შეხვედრა მადიევმა გამართა,რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმომადგენელი ადემ ფეტაჰოვიჩი დაამარცხა.

ესკერხანს ლიცენზიამდე ერთი შეხვედრის მოგება დარჩა. მომდევნო დაპირისპირებას ქართველი მოკრივე ხვალ გამართავს და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს პეტ მაკორმმაკს დაუპირისპირდება.

დღესვე თავის შეხვედრას გიორგი ხარაბაძეც გამართავს. გიორგი მეტოქე კი ფინაეთის წარმომადგენელი მუჰამედ აბდილრასუნი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები