ევროპის ჩემპიონატი - ზაზა ნადირაძე ფინალში გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ზაზა ნადირაძე ფინალში გავიდა

საქართველოს კანოეს ეროვნული ნაკრები, პოლონეთში ქალაქ პოზნანში ევროპის ჩემპიონატზე 2 სპორტსმენით ასპარეზობს.

საკვალიფიკაციო ეტაპი ზაზა ნადირაძემ დაძლია და ფინალში გავიდა.

ქართველმა კანოისტმა C1 200 მეტრიანი დისტანცია 42.783 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა.

ბადრი ყაველაშვილი კი ნახევარფინალში იასპარეზებს. ყაველშავლიმა K1 200-მეტრიანი დისტანცია 37.566 წამში დაძლია.

პოზნანში მიმიდნარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური გაცურვები ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები