კრივის აკადემია - ბათუმში ლენოქს ლუისის ცენტრის ანალოგი გაიხსნა
Aa
Aa

კრივის აკადემია - ბათუმში ლენოქს ლუისის ცენტრის ანალოგი გაიხსნა

საქართველოში კრივის პირველი აკადემია ბათუმში გაიხსნა. აკადემია ლენოქს ლუისის ცენტრის ანალოგია და როგორც პროფესიონალი მოკრივეებისთვის, ასევე დამწყები სპორტსმენებისთვის ახალი საშეჯიბრო და საწვრთნელი ბაზა იქნება.

ბათუმის კრივის აკადემიას უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ვლადიმერ კლიჩკოს პედაგოგი ვლადიმერ დვორცოვი იქნება. 

ასევე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის კრივის აკადემიასა და ფილადელფიის კლუბს შორის, რომელიც სამოყვარულო და პროფესიონალური კრივის, შერეულ ორთაბრძოლებსა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს აერთიანებს.

"ბათუმის კრივის აკადემია" მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასა და კავკასიის პროფესიონალური კრივის ფედერაციასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები