აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების განაცხადი ცნობილია
Aa
Aa

აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების განაცხადი ცნობილია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ივნისში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. შეხვედრები 5 და 8 ივნისსაა ჩანიშნული. გიორგი ჩიტაურის გუნდი შეკრებას 1-8 ივნისამდე, თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაივლის.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორისაა ერთი ლეგიონერი, ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე).

U17 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი მაღრაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ციხელაშვილი (საბურთალო), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ყველაშვილი (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), ლაშა გადილია (მარტვილი), შოთა დადუნაშვილი (იბერია 2010), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ამინ კარაევი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).

5 და 8 ივნისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების მატჩები იდენტურ დროს, 18:00 საათიდან დაიწყება.

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები