ამხანაგური შეხვედრა - საქართველომ ლიეტუვა 2:0 დაამარცხა
Aa
Aa

ამხანაგური შეხვედრა - საქართველომ ლიეტუვა 2:0 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა,ევრო 2022-ის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

ავთანდილ ასათიანის შეგირდები ოლიმპიურ სასახლეში ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

მატჩის დებიუტშივე საქართველოს ნაკრები ვახტანგ ჯვარაშვილმა დააწინაურა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ირაკლი თოდუამ დააფიქსირა.

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 29 მაისს დაიწყო. გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავენ. მატჩი თბილისის ოლიმპირ სასახლეში 18:00-დან დაიწყება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

აღსანიშნვაია,რომ მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა.

ავთანდილ ასათიანი - ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ირაკლი თოდუა - ფუტსალის ნაკრების წევრი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები