გადაწყდა - კუმანი ბარსას მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს!
Aa
Aa

გადაწყდა - კუმანი ბარსას მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს!

რონალდ კუმანთან დაკავშირებული საპნის ოპერა დასრულდა ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსელონას“ მომავალ სეზონშიც გაწვრთნის. ინფორმაცია ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რონალდსა და ლაპორტას შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს. პრეზიდენტმა მწვრთნელს ხელფასის შემცირება შესთავაზა, რაზეც კუმანი დათანხმდა.

რომანოს თქმით, ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს კიდევ მისცეს შანსი და აქედან გამომდინარე კუმანი „ბარსელონას“ მინიმუმ 1 წლით კვლავ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ გასულ სეზონში მხოლოდ კოპა დელ რეი მოიგო. ლა ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე სპორტულ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ მას გაუშვებდნენ და „ბლაუგრანას“ საჭეს კლუბის ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი ხავი ერნანდესი ჩაიბარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები