გრან პრი - ძაგნიძემ ტურნირი მე-6 პოზიციაზე დაასრულა
Aa
Aa

გრან პრი - ძაგნიძემ ტურნირი მე-6 პოზიციაზე დაასრულა

გიბრალტარში ფიდეს ქალთა გრან პრის დასკვნითი ეტაპი დასრულდა,სადაც ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე მონაწილეობდა.

ნანა ძაგნიძემ ტურნირი 6 ქულით მეექვსე პოზციაზე დაასრულა. გრან პრის ბოლო პარტიაში ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით იასპარეზა და რუს ვალენტინა გუნინთან ყაიმს დასჯერდა. 

გიბრალტარში ნანამ მხოლოდ ორი პარტია დათმო. ძაგნიძე მეოთხე წრეში გერმანელ ელიზაბეთ პესთან, ხოლო მეშვიდეში ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან წააგო.

ტურნირის გამარჯვებული ყაზახი ჟანსაია აბდულმალიკი გახდა,რომელმაც 8,5 ქულა დააგროვა.  

შეგახსენებთ,რომ გრან პრიში 12 მონაწილე იყო და ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები