მარკოიშვილი წავიდა - ტიტებს ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდებათ
Aa
Aa

მარკოიშვილი წავიდა - ტიტებს ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდებათ

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მანუჩარ მარკოიშვილმა, ტიტების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მანუს უდიდესი სურვილია, გამოცდილების ასამაღლებლად, ევროპაში გაიაროს სტაჟირება.

მარკოიშვილი ამავდროულად საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრია და ევროპის ჩემპიონატის წინ, მისი სურვილია მაქსიმალურად იყოს ნაკრებზე კონცენტრირებული.

საკალათბურთო კლუბი ტიტები მანუჩარს უდიდეს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის, გუნდმა მასთან ერთად კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შეიძინა, მანუ იყო, არის და იქნება ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი! 

თუ ვინ შეცვლის მარკოიშვილს ტიტებში უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

მარკოიშვილის კარიერა

მანუჩარმა პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა 2000 წელს ბათუმში დაიწყო. ყოფილი კალათბურთელის კარიერაში არაერთი გუნდი ფიგურირებს. მისი კარიერიდან გამორჩუელი კლუბები მოსკოვის ცსკა, "უნიონ ოლიმპია" და "გალათასარაი" იყვნენ.

მიღწევები

VTB ლიგის მფლობელი (2015)

თურქეთის ჩემპიონი (2013)

FIBA Europe ჩემპიონი (2004)

იტალიის სუპერთასის მფლობელი (2012)

იტალიის სუპერთასის MVP (2012)

ადრიატიკის ლიგის All-Star (2007)

2 გზის სლოვენიის ჩემპიონი (2005–2006)

2 გზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005–2006)

იტალიის ჩემპიონი (2003)

იტალიის თასის მფლობელი (2003)

2 გზის საქართველოს ჩემპიონი (2001–2002)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები