ცივაძის
Aa
Aa

ცივაძის "ქამბექმა" საქართველოს ფინეთთან მოაგებინა!

თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში", "დევისის თასის" გათამაშების გადამწყვეტი დღის ბოლო მატჩში, როდესაც საქართველოსა და ფინეთს შორის ანგარიში 2:2 იყო, გიორგი ცივაძემ, პატრკი ნიკლას-სალმინენი 5 სეტში ანგარიშით 6:4 7:5 5:7 0:6 7:6 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს საბოლოო გამარჯვებაც მოუტანა. 

ქართველი ჩოგბურთელი სეტებით 2:0 იგებდა, თუმცა მეტოქემ სხვაობის აღმოფხვრა შეძლო. "დისაიდერში" ცივაძე 2:5 აგებდა, თუმცა ხასიათის სიმტკიცე აჩვენა და უმძიმესი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ამ მატჩამდე თავისი თამაში მარტივად მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ემილ რუუსუვუორი 6:2 6:4 6:4 დაამარცხა, რითაც გუნდებს შორის ანგარიში გაათანაბრა. 

საბოლოო ჯამში, საქართველო-ფინეთის სამდღიანი შეხვედრა, ქართველთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა და ევრო-აფრიკული ზონის პირველი ჯგუფის საგზურის მოსაპოვებლად, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე ლიტვის ნაკრები იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები