წყვილებშიც დავმარცხდით და ფინეთი წინ გავიდა...
Aa
Aa

წყვილებშიც დავმარცხდით და ფინეთი წინ გავიდა...

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში", "დევისის თასის" ევრო-აფრიკული ზონის, მეორე ჯგუფის შეხვედრაში, საქართველოსა და ფინეთს შორის, ერთმანეთს წყვილები დაუპირისპირდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის დუეტი ჰარი ჰელიოვაარასა და პატრიკ ნიკლას-სალმინენის წყვილს შეხვდა და სამწუხაროდ, უშანსოდ წააგო - 4:6 0:6 3:6.

შედეგად, ჩვენი ნაკრები ორი სათამაშო დღის შემდეგ 1:2 ჩამორჩა. 

საქართველოსა და ფინეთის სამდღიანი დაპირისპირება, ხვალ, 5 თებერვალს გასამართი მატჩებით დასრულდება. ჩოგბურთელები უკვე ერთეულთა მატჩებს ჩაატარებენ და საქართველოს საბოლოო გამარჯვებისათვის ორივე მატჩის მოგება სჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ნაკრები პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ თამაშში დამარცხებულს შეერკინება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები