ლუკაკუ ჩელსიში? აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში პირადად ჩაერთო
Aa
Aa

ლუკაკუ ჩელსიში? აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში პირადად ჩაერთო

„ჩელსი“ ახალი სეზონისთვის ცენტრფორვარდის პრობლემის გადაჭრას გეგმავს და მათი ნომერ პირველი სამიზნე რომელუ ლუკაკუა.

Eurosport-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობს. მას სურს, რომ ბელგიელი გუნდში დააბრუნოს.

წყაროს ცნობით, აბრამოვიჩი ტუხელს შემადგენლობის გასაძლიერებლად ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. ლონდონელები დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის გაძლიერებას გეგმავენ.

აბრამოვიჩი დარწმუნებულია, რომ ლუკაკუ არის იდეალური თავდამსხმელი, რომელიც გააძლიერებს ჩელსის და გუნდს დაეხმარება მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის მოგებაში.

„ჩელსი“ ლუკაკუს აგენტთან პირად კონტაქტზე უკვე გასულია და დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ტრანსფერს ხელს „მანჩესტერ სიტი“ უშლის, რომელიც ასევე ცენტრფორვარდის ძიებაშია და როგორც ცნობილია, „ქალაქელები“ ბელგიელს გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობენ, ვიდრე „არისტოკრატები“.

წყაროს მტკიცებით, „ინტერის“ ახალ მწვრთნელს სიმონე ინძაგს არ სურს ლუკაკუს დაკარგვა. ფეხბურთელს იტალიაში ყველაფერი მოსწონს, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. ამან შეიძლება მფლობელები აიძულოს, რომ ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენონ. ამ შემთხვევაში კი ლუკაკუს სურს პრემიერ ლიგაში დაბრუნება.

და ბოლოს, თუ ლუკაკუ „ჩელსიში“ გადავა, ის შეიძლება გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები