ევროლიგის ოთხთა ფინალის საუკეთესო მომენტები - შენგელიას ჩატენვა მესამეა
Aa
Aa

ევროლიგის ოთხთა ფინალის საუკეთესო მომენტები - შენგელიას ჩატენვა მესამეა

ევროლიგამ „ოთხთა ფინალის“ საუკეთესო 10 მომენტი შემოგვთავაზა და მათ შორის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ჩატენვაც მოხვდა. „თოკომოტივის“ მიერ „ოლიმპია მილანოსთან“ მარცხენა ხელით განხორციელებული დანკი მე-3 ადგილზე გავიდა.

სხვათა შორის, ევროლიგამ „ოთხთა ფინალის“ მატჩებიც შეაჯამა და სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო სტატისტიკის მქონე კალათბურთელები დაასახელა. თორნიკე შენგელია აქაც გამოარჩიეს. ევროლიგის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის მიხედვით, თოკომ „ოთხთა ფინალის“ შეხვედრებში ყველაზე მეტი მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ცსკა-მ ევროლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია და ნახევარფინალში „ანადოლუ ეფესთან“ დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „ოლიმპია მილანოსთან“ წააგო. ცსკა რეაბილიტაციის შანსს VTB გაერთიანებული ლიგის ფინალში მიიღებს, სადაც „უნიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები