საერთაშორისო ტურნირი - ახალგაზრდა მოჭიდავეების 11 მედალი თურქეთიდან
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - ახალგაზრდა მოჭიდავეების 11 მედალი თურქეთიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები თურქეთიდან 11 მედლით და გუნდური მე-2 ადგილით დაბრუნდა.

სტამბოლში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს.

საგარეჯოელი გიგი ქურხული (65 კგ), გორელი დავით ფაცინაშვილი (70 კგ) და ქუთაისელი დავით კოღუაშვილი (86 კგ) ჩემპიონები გახდნენ. 

70 და 86 კილოგრამი წონითი კატეგორიები სულაც ქართული ფინალებით დაგვირგვინდა და ვერცხლის მედლებს საჩხერელი ლუკა ჩხიტუნიძე (70 კგ) და ხონელი გიორგი ჩანქსელიანი (86 კგ). დაეუფლნენ . თბილისელ ლუკა მარიამიძესაც (74 კგ) ერთადერთი გამარჯვება დააკლდა უმაღლეს ტიტულამდე და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს პრიზიორები კი გახდნენ: გიორგი გეგელაშვილი (57 კგ. გორი), დავით აბდალაძე (61 კგ. ქუთაისი), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ. ქუთაისი), ანდრო მარგიშვილი (92 კგ. ქარელი) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ. ონი).

ივნისის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები