მესამე გამარჯვება - ძაგნიძემ მსოფლიოს ექს-ჩემპიონი დაამარცხა
Aa
Aa

მესამე გამარჯვება - ძაგნიძემ მსოფლიოს ექს-ჩემპიონი დაამარცხა

გიბრალტარში ფიდეს ქალთა გრან პრის დასკვნითმა ეტაპი მიმდინარეობს,სადაც ქართული ჭადრაკის ლიდერის ნანა ძაგნიძეც მონაწილეობს.

ნანა ძაგნიძემ მესამე გამარჯვება მეცხრე ტურში იზეიმა. ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით იასპარეზა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა დაამარცხა.

მიმდინარე გრან პრიზე ნანამ მხოლოდ ორი პარტია დათმო. ძაგნიძე მეოთხე წრეში გერმანელ ელიზაბეთ პესთან, ხოლო მეშვიდეში ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან წააგო.  

ჩატარებული 9 ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძეს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკე რუს ალინა კაშლინსკაიას დაუპირისპრიდება.

შეგახსენებთ,რომ გრან პრიში 12 მონაწილეა და ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები