U21 - ახალგაზრდული ნაკრების საწვრთნელი პროცესი თბილისში
Aa
Aa

U21 - ახალგაზრდული ნაკრების საწვრთნელი პროცესი თბილისში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 8-დღიანი საწვრთნელი პროცესი გრძელდება. შეკრება 26 მაისს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ - 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ზურაბ ერაძე (სამტრედია), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), მათე ტერელაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (გაგრა).

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (თელავი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო ქუთაისი), ბექა ვერულიძე (შუქურა), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), ლუკა რობაქიძე (სამტრედია).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი).

აღნიშნულ შეკრებაში, არ მონაწილეობენ საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნული გუნდის ლეგიონერები.

ფოტოები - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. მომზადებულია nakrebi.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები