8 მედალი სოფიადან - ზურაბ აბალაკი და დაჩი პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
Aa
Aa

8 მედალი სოფიადან - ზურაბ აბალაკი და დაჩი პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს თავისუფალი სტილით უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ U15 ევროპის პირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ზურაბ აბალაკი (48 კგ) და დაჩი პაპინაშვილი (85 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს კი მათე ცინაძე (38 კგ) დაეუფლა. 

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად თითო გამარჯვება ზურაბ კეკელაშვილს (44 კგ), ლუკა კვატაშიძეს (68 კგ) და სანდრო ყურაშვილს (75 კგ) დააკლდათ.  ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

სოფიაში მიმდინარე 15-წლამდე ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრებma კი ასპარეზობა 5 მედლით დაასრულა.

ვერცხლის პრიზიორები ვახტანგ ლოლუამ (44 კგ), ირაკლი სოლომონიძემ (57 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილმა (68 კგ) და საბა ფურცელაძემ (85 კგ)  გახდნენ. ბრინჯაოს მედალს კი ლუკა ლომაძე (62 კგ) დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები