ბასილაშვილმა საქართველო წინ გაიყვანა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა საქართველო წინ გაიყვანა!

თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში", "დევისის თასის" ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და ფინეთს შორის პირველი მატჩი ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს ჩვენი ნაკრების ლიდერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მსოფლიოს 1112-ე ჩოგანი, 20 წლის ეერო ვასა დაუპირისპირდნენ. 

მატჩი მოულოდნელად დაიწყო და ფინელმა პირველი სეტი 6:2-ზე აიღო, თუმცა მეორე პარტიიდან ბასილაშვილმა თამაში დაალაგა და ის საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანა - 2:6 6:1 6:4 6:1. 

შედეგად საქართველოს ნაკრები 1:0 დაწინაურდა.

მორიგი შეხვედრა, დღესვე დაახლოებით 15:45 საათზე, გიორგი ცივაძესა და პატრიკ ნიკლას-სამინენს შორის ჩატარდება. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ოლიმპიური სასახლე" "უნივერსიტეტის ქუჩაზე" მდებარეობს, ხოლო თამაშებზე დასწრება უფასოა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები