საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა
Aa
Aa

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა კიევში, საერთაშორისო ტურნირზე, მესამე შეხვედრა ჩაატარა და ამით კლიჩკოს თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. კობა ახალკაცის გუნდის მეტოქე მოლდოვა იყო. ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით - 1:3 გაიმარჯვა და საბოლოოდ, გათამაშება მესამე ადგილით დაასრულა.


ამ გამარჯვებამდე, საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მოლდოვასთან (2-0) დამარცხდა, ტურნირის პირველ ეტაპზე კი - უკრაინასთან (4-1). 

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მასტერლიგის ნაკრები წელს ჩამოყალიბდა და გუნდისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები