დებიუტი და მარცხი - გორგოძე როლან გაროსს ემშვიდობება
Aa
Aa

დებიუტი და მარცხი - გორგოძე როლან გაროსს ემშვიდობება

„როლან გაროსის“ ქალთა ერთეულების პირველ წრეში, პირველად იასპარეზა ეკო გორგოძემ, თუმცა სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის დანიელ კლარა ტაუსონთან ორ სეტში 4:6 2:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ კლარას დიდი სლემის ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვს. გორგოძისთვის კი ეს პირველად მოხდა..

პირველ სეტში ეკო 1-ბრეიკიანი უპირატესობით დამარცხდა. მეორე სეტი ქართველმა აქტიურად დაიწყო და მეტიც, მეტოქის ჩაწოდება აიღო და 2:0 წინ გავიდა. სამწუხაროდ ამის შემდეგ, გორგოძეს მატჩის სადავეები ხელიდან გაექცა და ყველა გეიმი დათმო.

რაც შეეხება სტატისტიკას, დანიელმა 9 ეისი შეასრულა, ეკომ კი 3. ტაუსონმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, გორგოძემ ორი. დანიელმა მატჩში 34 "ვინერსი" შეასრულა, ქართველმა კი 18. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები