რომანომ დაადასტურა - ტომ ჰიტონი იუნაიტედში ითამაშებს
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ტომ ჰიტონი იუნაიტედში ითამაშებს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, რომელიც ტრანსფერების საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ სანდოა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დააანონსა, რომ „ასტონ ვილას“ ვეტერანი კიპერი ტომ ჰიტონი სულ მალე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდება.

რომანოს თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მომვალ კვირაში „იუნაიტედი“ საკუთარ აღზრდილ მეკარეს დაიბრუნებს.

გეტყვით, რომ ჰიტონი „წითელ ეშმაკებში“ 2002 წელს ჩაირიცხა და 2010 წლამდე მათ საკუთრებაშიც იყო, თუმცა 35 წლის კარის დარაჯს გამუდმებით იჯარის წესით ანათხოვრებდნენ და პირველ გუნდში არასდროს უთამაშია.

ტომს ინგლისის ნაკრებშიც აქვს 3 მატჩი ჩატარებული. ამ მომენტისთვის კი „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავს, სადაც 2019 წელს გადავიდა. ჰიტონმა ბირმინგემულ კლუბში დღემდე 20 ოფიციალური შეხვედრა გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები