ასპილიკუეტა:
Aa
Aa

ასპილიკუეტა: "კანტესთან თამაში განსაკუთრებული გრძნობაა"

„ჩელსის“ კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ ფინალის შემდეგ, ნგოლო კანტეს შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„კანტე მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს, უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს. ზუსტად არ ვიცი ამ მატჩში რამდენი ართმევა ჰქონდა. შესანიშნავად მოძრაობს, ბურთი წინ მიაქვს, უზარმაზარ სივრცეებს ფარავს.

მასთან თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. რა თქმა უნდა, ის გვაკლია, როდესაც მოედანზე არ არის. მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მაინც რჩება თავმდაბალ ადამიანად.

მის გამო ძალიან მოხარული ვარ. კანტე ამ გუნდის უდიდესი ნაწილია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ვთამაშობთ“. - ციტირებს ასპილიკუეტას სიტყვებს Goal-ი.

ფინალის შემდეგ მცირე კომენტარი თავად კანტემაც გააკეთა:

„წარმოუდგენელია! უდიდესი ძალისხმევა ჩავდეთ. მთელი სეზონი თავმდაბლობასა და მოთმინებას ვავლენდით. ჩვენი ჯილდო კი გამარჯვებაა. ოქროს ბურთი? არა, მე ამაზე არ ვფიქრობ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებით სიამოვნებს ვიღებთ, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი იწყება".

აქვე გეტყვით, რომ კანტე ისტორიაში გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი და პრემიერ ლიგა მოიგო. იგი შეუერთდა ტიერი ანრის, ფაბიენ ბარტეზს, ჯულიანო ბელეტის, ხერარდ პიკესა და პედრო როდრიგესს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები