კეინზე უარი თქვეს - იუნაიტედი სანჩოს იფორმებს
Aa
Aa

კეინზე უარი თქვეს - იუნაიტედი სანჩოს იფორმებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰარი კეინისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. „მანკუნიანელები“ ერთბაშად 2 მეგა ტრანსფერის გაჩარხვას ვერ შეძლებენ და კლუბმა არჩევანი ჯეიდონ სანჩოზე შეაჩერა.

Daily Mail-ის ცნობით, ოლე გუნარ სულშერისთვის კეინი პრიორიტეტს არ წარმოადგენს. კლუბმა ედინსონ კავანის ნდობა კიდევ ერთი წლით გამოუცხადა. „იუნაიტედს“ პრობლემები უფრო მეტად ფლანგებზე აქვს, სანჩოს კი თამაში მარჯვნივ და მარცხნივაც შეუძლია.

სულშერმა კლუბის მმართველებს განუცხადა, რომ სანჩო, კავანი, მეისონ გრინვუდი, მარკუს რაშფორდი და ენტონი მარსიალი გუნდს შესაძლებლობას მისცემენ, რომ მომდევნო სეზონში ტიტულებისთვის იბრძოლონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „დორტმუნდს“ სანჩოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელსაც სავარაუდოდ „იუნაიტედი“ გადაუხდის.

ვრცლედება ინფორმაცია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს.

რაც შეეხება კეინს, ინგლისელი ფორვარდისთვის ბრძოლაში ამ მომენტისთვის ფავორიტად „მანჩესტერ სიტი“ ითვლება. „ქალაქელებს“ ფორვარდის პოზიციაზე პრობლემები აქვთ და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

გასულ სეზონში, 21 წლის სანჩომ ბუნდესლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები