როლან გაროსი: ეკო გორგოძის მოწინააღმდეგე ცნობილია!
Aa
Aa

როლან გაროსი: ეკო გორგოძის მოწინააღმდეგე ცნობილია!

ეკატერინე გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და როლან გაროსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ნურია პარიას-დიასი 2 სეტში, ანგარიშით 6:3 6:4 დაამარცხა.

დღეს კი გაირკვა, თუ ვის შეხვდება ქართველი ჩოგბურთელი. ეკოს მოწინააღმდეგე პირველ წრეში 18 წლის დანიელი კლარა ტაუსონი იქნება, რომლისთვისაც „როლან გაროსი“ მესამე დიდი სლემის ტურნირია და გარკვეული გამოცდილება დაგროვებული აქვს. ახალგაზრდა სპორტსმენი 2020 წელს "როლან გაროსზე" ასპარეზობდა და გათამაშებას მეორე წრეში დაემშვიდობა. წელს, კლარა ამერიკის ღია პირველობაზეც იყო, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა.

ასევე გეტყვით, რომ ეკომ დიასის გარდა საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე რენატა ზარაზუა (6:2; 4:6; 6:4) და ელიცა კოსტოვა (7:6; 6:3) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში, ქალთა შორის, საქართველოს წარმომადგენელი 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ აღარ ყოლია. მაშინ US OPEN-ის კორტებზე მარიამ ბოლქვაძემ ითამაშა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები