ლაურენტისმა მწვრთნელი შეარჩია: გატუზოს სპალეტი შეცვლის
Aa
Aa

ლაურენტისმა მწვრთნელი შეარჩია: გატუზოს სპალეტი შეცვლის

საფეხბურთო კლუბ ''ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გახდა, რომელიც 2019 წლის შემდეგ უმუშევარი იყო. 62 წლის სპეციალისტი ნეაპოლურ კლუბში ჯენაორ გატუზოს შეცვლის, რომელსაც კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას ''ფიორენტინაში'' გააგრძელებს.

2020-21 წლების სერია ა ''ნაპოლიმ'' მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.

''ლუჩიანო პირველი ივლისიდან ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. ჩვენ ერთად წარმატებებს მივაღწევთ, დიდებულად ვიმუშავებთ. კეთილი იყოს შენი მობრძანება'' - განაცხადა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.

''სპალეტი'' 2017-19 წლებში მილანის ''ინტერის'' მთავარი მწვრთნელი იყო. მას არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის ''რომასა'' (2005-09, 2016-17) და ''ზენიტში'' (2009-14). ის ორჯერ დასახელდა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად (2005-06, 2006-07).

სპალეტის ასევე უმუშავია ''ემპოლიში'', ''სამპდორიაში'', ''ვენეციაში'', ''უდინეზესა'' და ''ანკონაში''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები