„პრემიერ ლიგიდან ყველაზე მეტად სიტი შეეფერება“ - არსენალის ექს-სკაუტი ხვიჩაზე
Aa
Aa

„პრემიერ ლიგიდან ყველაზე მეტად სიტი შეეფერება“ - არსენალის ექს-სკაუტი ხვიჩაზე

„არსენალისა“ და „ევერტონის“ ყოფილმა სკაუტმა, პაველ კუჩეროვმა ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„რომელ ინგლისურ კლუბს მოუხდებოდა ხვიჩა“?

„მისი თამაშის მანერიდან, ინდივიდუალური ღირსებებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, ეს გუნდი მანჩესტერ სიტია. ქალაქელები კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ხვიჩას კარგად ესმის.

გასაგებია, რომ ამ ეტაპზე, იგი სიტისთვის მზად არაა, თუმცა თუ ინგლისზე ვსაუბრობთ, ჩნდება კითხვა - შეძლებს თუ არა კვარაცხელია სწრაფად გამოიჩინოს თავი გუნდში, რომელშიც ტექნიკური პარტნიორები არ ეყოლება და კრეატიული თამაში არც თუ ისე წინაა დაყენებული?

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მან კლუბის არჩევისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ასეთი დილემა უნდა გადაჭრან: რა უფრო მნიშვნელოვანია - ამ ეტაპზე, რაც შეიძლება ბევრი ფული თუ კარიერის სწორად განვითარება“.

„უშვებთ, რომ სიტი ისე მოიქცეს, როგორც ზინჩენკოს შემთხვევაში გააკეთა? კვარაცხელია გრძელვადიანი კონტრაქტით გაიფორმოს და თავდაპირველად იჯარის წესით ნიდერლანდებში გაუშვას“?

„აბსოლუტურად ლოგიკური ვარიანტია, მაგრამ ორი რამაა გასათვალისწინებელი. პირველი - რა დამოკიდებულება ექნება სიტის მოვლენების ასეთი განვითარებისადმი და მეორე - იქნება თუ არა მზად ფეხბურთელი, ეს გზა გაიაროს.

ამ გეგმაზე საუბრისას აუცილებელია, ზინჩენკო შევაქოთ. იგი ნიდერლანდებში წავიდა, სადაც ბევრს არ თამაშობდა და შემდეგ სიტიში დაბრუნდა. მან საკუთარ თავზე მუშაობა განაგრძო და სათამაშო დრო მიიღო. იმუშავებს თუ არა ხვიჩასთან მიმართებით იგივე გეგმა ამას დრო გვიჩვენებს.

ამ მომენტისთვის კვარაცხელია ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს გრძნობს, კოორდინაციის უნარით გამოირჩევა და შეტევაში საფეხბურთო სითავხედე აქვს. მას თამაშის საკუთარ თავზე აღების არ ეშინია და მეტოქის მოტყუებაზე ხშირად მიდის. ეს ყველაფერი მას ბუნებრივად აქვს, მაგრამ ფიზიკური განვითარების, უბურთოთ თამაშის და საერთოდ სხვა სიჩქარის ჩემპიონატთან ადაპტაციის მხრივ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს“.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები