მატჩის წინ - ატლეტიკო VS ბარსელონა
Aa
Aa

მატჩის წინ - ატლეტიკო VS ბარსელონა

დღეს, ღამის 12 საათზე, მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე", ესპანეთის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, "ატლეტიკო" კატალონიის "ბარსელონას" დაუხვდება.

ბადის მეორე მხარეს ერთმანეთს "ალავესი" და "სელტა" ხვდებიან. 

გუნდების ახალი ამბები

* დიეგო სიმეონე დღევანდელ მატჩში მეკარე ობლაკს, ცენტრალურ მცველ ხიმენესსა და საყრდენ ტიაგოს ვერ დაიხმარს. 

* "ბარსას" საამმატჩო განაცხადში კი, ანდრეს ინიესტა, სერხი ბუსკეტსი და ლუკა დინი ვერ მოხვდნენ. სამივე შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა. 

მწვრთნელების კომენტარები

დიეგო სიმეონე: "ეს 1/2 ფინალია და ბუნებრივია, რომ ამ სტადიაზე ერთმანეთს ორი ასეთი გუნდი შეხვდა, თუ ტიტულის მოგება გინდა, ყველას უნდა აჯობო. ჩვენ საკმარისი გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. "ატლეტიკოს" თავისი ამოცანები და გეგმები აქვს, რომლის გადაჭრასაც ჩემი ბიჭები მოედანზე ეცდებიან". 

ლუის ენრიკე: "ჩვენი მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. იგი საოცარი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, "ბარსა" სტილს არ შეცვლის და ისევე ითამაშებს, როგორც სხვა მოწინააღმდეგეებთან. ჩვენ შევუტევთ და გამარჯვების მოპოვებას ვეცდებით". 

ფაქტები გუნდებზე

* "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან 7 მოუგო, 2 ფრედ ითამაშა, ხოლო 1 დათმო. 

* "ატლეტიკო" და "ბარსელონა" წელს ერთხელ უკვე შეხვდნენ. მათ 21 სექტემბერს, "ლა ლიგის" მე-5 ტურში, "ნოუ კამპზე" 1:1 ითამაშეს. 

* "ბარსელონამ" ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო. 

* ლუის ენრიკეს შეგირდებს აქვთ შანსი "კოპა დელ რეის" ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშონ. წინა ორივე ფინალი მათ მოიგეს - 2015-ში "ბილბაო" დაამარცხეს, ხოლო 2016-ში - "სევილია". 

* "ატლეტიკომ" თასის გათამაშებაში ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში იმარჯვა. მაშინ "როხიბლანკომ" თანაქალაქელი "რეალი", დამატებით დროში, ჟოაო მირანდას გოლით 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები