კავანი კარიერის გაგრძელების ვარიანტებს უახლოეს დღეებში განიხილავს
Aa
Aa

კავანი კარიერის გაგრძელების ვარიანტებს უახლოეს დღეებში განიხილავს

როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იტყობინება, 30 აპრილს, ედინსონ კავანი მის აგენტს შეხვდება და სხვადასხვა კლუბების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კავანი ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარიანტების განხილვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ კავანიმ ღიად განაცხადა, რომ იგი „პარი სენ ჟერმენის“ დატოვებას არ აპირებდა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს როგორც ჩანს გამორიცხული არაფერი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები