რონალდუ ალეგრის მოსვლით ბედნიერი არაა: მენდეში პსჟ-ს ესაუბრება
Aa
Aa

რონალდუ ალეგრის მოსვლით ბედნიერი არაა: მენდეში პსჟ-ს ესაუბრება

იტალიური მედიის ცნობით მასიმილიანო ალეგრი ტურინის ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრუნდება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით ალეგრის დაბრუნებით კრიშტიანუ რონალდუ ბედნიერი არაა. ამასობაში, პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებას რონალდუს ტრანსფერის თაობაზე პსჟ-სთან მართავს.

რონალდუს იტალიურ გრანდთან გაფორმებული კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა, რონალდუმ ტურინული კლუბი 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

მადრიდის ''რეალის'' ექს-ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში გასული სამი სეზონი გაატარა. მისთვის ყველაზე არაპროდუქტიული 2018-19 წლები იყო, როცა 43 მატჩში მხოლოდ 28 გოლი შეაგდო. კრიშტიანუს იდეალური ურთიერთობა არც სხვა მწვრთნელებთან ჰქონდა, თუმცა მაურიციო სარისთან და ანდრეა პირლოსთან მუშაობისას უფრო მეტი გოლი გაიტანა.

რონალდუს ოცნება ''სამეფო კლუბში'' დაბრუნებაა, თუმცა ეს ტრანსფერი ფლორენტინო პერესის გეგმებში არ შედის.

football italia-ს ცნობით კრიშტიანუს გადაბირება მის ექს-კლუბს, ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სურს, თუმცა ინგლისური კლუბი მას იმდენად მაღალ ხელფასს ვერ შესთავაზებს, რამდენსაც ტურინის ''იუვენტუსში'' იღებს. მოთამაშის წლიური ხელფასი 31 მილიონი ევროა.

რაც შეეხება პსჟ-ს, რონალდუ ფრანგულ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა თუ მბაპე პსჟ-ს დატოვებს. ფრანგს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და ამ ეტაპზე მხარეებს ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები