გრან პრი - ძაგნიძემ რუმინელი მოჭადრაკე დაამარცხა
Aa
Aa

გრან პრი - ძაგნიძემ რუმინელი მოჭადრაკე დაამარცხა

გიბრალტარში ფიდეს ქალთა გრან პრის დასკვნითმა ეტაპი მიმდინარეობს,სადაც ქართული ჭადრაკის ლიდერის ნანა ძაგნიძეც მონაწილეობს.

ნანა ძაგნიძემ მორიგი გამარჯვება მეექვსე ტურში იზეიმა. ქართველმა მოჭადრაკემ რუმინელი ირინა დაამარცხა.

მიმდინარე გრან პრიზე ნანამ მხოლოდ ერთი პარტია დათმო. ძაგნიძე მეოთხე წრეში გერმანელ ელიზაბეთ პესთან წააგო. 

ჩატარებული 6 ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძეს 3,5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკე ტურნირის ლიდერს ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკ დაუპირისპრიდება.

შეგახსენებთ,რომ გრან პრიში 12 მონაწილეა და ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები