კარიერაში პირველად - გორგოძე როლან გაროსის ძირითად ბადეშია!
Aa
Aa

კარიერაში პირველად - გორგოძე როლან გაროსის ძირითად ბადეშია!

ეკატერინე გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და როლან გაროსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ნურია პარიას-დიასი 2 სეტში, ანაგარიშით 6:3 6:4 დაამარცხა.

გორგოძეს მატჩის მიმდინარეობისას არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და 1 ეისი შეასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ეკომ პირიას-დიასის გარდა, მექსიკელ რენატა ზარაზუასა და ბულგარელ ელიცა კოსტოვას აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში საქართველოს წარმომადგენელი გოგონებშიც ეყოლება. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. დიდი სლემის გათამაშება კვირას 30 მაისს დაიწყება და 13 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები