ვილიარეალმა გაიმარჯვა - ემერიმ სულშერი უტიტულოდ დატოვა
Aa
Aa

ვილიარეალმა გაიმარჯვა - ემერიმ სულშერი უტიტულოდ დატოვა

დასრულდა 2020/2021 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ვილიარეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საოცრად დრამატული გამოდგა.

მატჩი აქტიურად ესპანელებმა დაიწყეს და 29-ე წუთზე ხერარდ მორენომ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში „წითელი ეშმაკები“ გააქტიურდნენ და 55-ე წუთზე კავანი ანგარიში გაათანაბრა.

მატჩი ორმხრივ შეტევებში მიდიოდა. იყო მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებიც, თუმცა ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა დამატებითი 30 წუთის შემდეგ და დადგა კულმინაციის დრო.

ფინალში პენალტების სერია დაინიშნა. ფეხბურთელები საოცარი სიზუსტით ასრულებდნენ თერთმეტმეტრიანებს. საბოლოოდ სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ პენალტის შესრულება მეკარეებს მოუწიათ. ანგარიში 10:10 იყო, რა დროსაც „წყალქვეშა ნავის“ მეკარემ ხერონიმო რულიმ ზუსტად შეასრულა დარტყმა და გუნდი წინ გაიყვანა.

ამის შემდეგ დე ხეას ჯერი დადგა, რომელმაც თავის ვიზავის საკმაოდ ცუდი პენალტი დაურტყა და „ვილიარეალს“ ევროპა ლიგის ტიტული დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ უნარი ემერისთვის ეს ევროპა ლიგის მე-4 ტიტული იყო. ესპანელმა სპეციალისტმა 3-ჯერ „სევილიასთან“ ერთად შეძლო ხსენებული ტურნირის მოგება. ოლე გუნარ სულშერი კი კვლავ უტიტულოდ დარჩა. ცნობისთვის, „ვილიარეალი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები