ახალგაზრდა ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
Aa
Aa

ახალგაზრდა ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

საქართველოს იუნიორ ძალოსანთა ნაკრები ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის გადაწყვეტილებით ასპარეზობაზე არჩილ მალაყმაძე (73 კგ) ლომია თებიძე (89 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), აკაკი ტალახაძე (109 კგ) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ) გამოვლენ.

ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან- 31 მაისის ჩათვლით იასპარეზებენ.

გუნდს ტაშკენტში მთავარ მწვრთნელთან ერთად მწვრთნელი ილია თვალოძე, მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე და გენერალური მდივანი რუსკა მურადაშვილი გაყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები