ვილიარეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის წინ
Aa
Aa

ვილიარეალი VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის წინ

ევროპის ლიგის ფინალი მოახლოვდა. 26 მაისს გდანსკში ერთმანეთს „ვილიარეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდებიან. Crystalsport ამ მატჩზე ყველა საჭირო ინფორმაციას გთავაზობთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

„წითელ ეშმაკებს“ ნორმალური სეზონი ჰქონდათ. სულშერის შეგირდებმა პრემიერ ლიგა მე-2 ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. 21 მოგება, 11 წაგება 6 ფრე, 74 ქულა - ასეთია „იუნაიტედის“ შედეგები.

განვლილი გზა ევროპის ლიგაზე

სულშერის გუნდი ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა და მეთექვსმეტედ ფინალში ორი მატჩის ჯამში „სოსიედადი“ 4:0 დაამარცხა. მერვედფინალში მათი მეტოქე „მილანი“ იყო.

პირველი შეხვედრა ინგლისში გაიმართა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში „იუნაიტედმა“ მეტოქეს 1:0 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში ინგლისური გრანდი „გრანადას“ შეხვდა და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 2:0 მოუგო. ნახევარფინალში „რომას“ ჯერი დადგა. პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა იტალიელებს 6:2 აჯობეს, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება რომაელების გამარჯვებით 3:2 დასრულდა, თუმცა ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ევროპის ლიგაზე მანჩესტერელთა საუკეთესო ბომბარდირი ბრუნო ფერნანდეშია. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა 5 გოლი გაიტანა.

რა თქვა სულშერმა მატჩის წინ?

„ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. მარსიალი და ფილ ჯონსი სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარებიან. მაგუაერს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი ითამაშებს თუ არა.

ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელები წარმატების გემოს უგებენ, შემდეგ შეიძლება ორნაირად განვითარდეს ყველაფერი. პირველი - ტრიუმფის შემდეგ დაისვენონ და ისიამოვნონ. მეორე - უფრო მოტივირებულები და მშივრები გახდნენ.

ჩემი ფეხბურთელების უმეტესობა ერთად წელიწადზე მეტია თამაშობენ. ახლა ისინი ფინალით უნდა დატკბნენ. დარწმუნებული და ამავდროულად მშვიდი ვარ. საკმარისად მაქვს საკუთარი თავის რწმენა.

ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ვითარდება და წარმატების მიღწევისთვის იბრძვის. როგორც ჯგუფი, ვფიქრობ ახლა ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ფინალში გადის აქვს ზეწოლა და გამარჯვების მოლოდინი. ჩვენ გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ უნაი ემერიც იგივეს ფიქრობს.

ყველაფერი 50/50-ზეა. გრძელი გზა გამოვიარეთ. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სეზონის შეჯამება „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ბედნიერები სახლში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დავბრუნდებით.“

„ვილიარეალი“

უნარი ემერის გუნდი ლა ლიგაში სტაბილურად ასპარეზობდა და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. ეს პოზიცია კი ახალი კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა. 15 მოგება, 13 მარცხი და 10 ფრე - ასეთია „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ „ვილიარეალი“ ევროპის ლიგას მოიგებს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

განვლილი გზა ევროპის ლიგაზე

„ვილიარეალი“ ჯგუფში „მაკაბისთან“ „სივასპორთან“ და „ყარაბაღთან“ ერთად მოხვდა. ესპანურმა გუნდმა 6-დან 5 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ესპანელები მეთექვსმეტედ ფინალში „ზალცბურგს“ გადაეყარნენ. პირველი მატჩი ავსტრიაში გაიმართა, სადაც სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს. განმეორებითი შეხვედრა კი „ვილიარეალმა“ 2:0 მოიგო.

მერვედფინალში „წყალქვეშა ნავის“ მეტოქე კიევის „დინამო“ იყო. ემერის გუნდმა ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 2:0 იმარჯვა. მეოთხედფინალში ესპანელები ზაგრების დინამოს შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს.

ნახევარფინალურ სტადიაზე ემერის შეგირდები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს „არსენალს“ შეხვდნენ. პირველი მატჩი ესპანეთში გაიმართა და მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს. ინგლისში გამართული შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა.

ესპანელთა მხრიდან ევროპის ლიგაზე საუკეთესო შედეგი ხერარდ მორენოს აქვს. ესპანელმა თავდამსხმელმა 6 გოლი გაიტანა.

რა თქვა ემერიმ ფინალის წინ?

„ვამაყობთ, რომ ფინალში ვართ და საბოლოო ნაბიჯის გადადგმის პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ევროპა ლიგა ძალიან განვითარდა და ეს ტურნირი სავსეა უმაღლესი დონის უძლიერესი კლუბებით, რომლებსაც ტიტულის მოგება სურთ და ვილიარეალი სწორედ მათ შორის დამკვიდრდა.

მანჩესტერისნაირ ძლიერ გუნდთან საკუთარი თავი მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოვაჩინოთ და საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ. თუ იუნაიტედი ფავორიტია, ეს იმიტომაა, რომ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და შესანიშნავი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომელთა გამოც გდანსკში გამართულ ფინალში წარმატების მიღწევის კანდიდატები ვართ. ჩვენი მთავარი მიზანია, მეტოქეს იმ საფეხბურთო ასპექტებში დავუპირისპირდეთ, რომლებშიც ისინი ძლიერი არიან და მათი განეიტრალება ვცადოთ.

ყოველი ფინალი განსაკუთრებულია და წინა შეხვედრებში გამიწვრთნია გუნდი, რომელიც ფავორიტი იყო და გუნდიც, რომელიც აუტსაიდერი გახლდათ, თუმცა თამაშის დაწყების შემდეგ ამ ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება. საუკეთესო ფორმაში მყოფ მანჩესტერს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ჩვენ ჩვენი უპირატესობები გვაქვს. იუნაიტედი კარგად შევისწავლეთ და მთავარია, მიღებული შანსები გამოვიყენოთ“.

„ვილიარეალის“ ლეგენდარულმა ყოფილმა მოთამაშემ სანტი კაზორლამ ფინალის წინ ისაუბრა

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც „ვილიარეალის“ მადლობელია. მათ თავის დროზე 18 წლის ასტურიელი ბიჭის შესაძლებლობების დაიჯერეს. იმ პერიოდში „ოვეიდოში“ ვთამაშობდი და მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. „ვილიარეალმა“ შანსი მომცა, რომ პირველ დივიზიონში მეთამაშა.

„წყალქვეშა ნავმა“ 18 წლის ბიჭს ოცნებების ახდენის საშუალება მისცა. მთელი ცხოვრება პრეზიდენტ რუჯის მადლიერი ვიქნები. ის საუკეთესო ადამიანია, რომელიც ოდესმე მინახავს.“

საინტერესო ფაქტები

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ოთხივე შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. ევროპის ლიგის ფინალი კი 26 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

უნარი ემერის ევროპის ლიგა "სევილიასთან" ერთად სამჯერ აქვს მოგებული. ესპანელი სპეციალისტი ფინალში მეოთხედ "არსენალთან" ერთად გავიდა, თუმცა "ჩელსისთან" 1:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები