პირველი გამარჯვება - ძაგნიძე გრან პრიზე წაუგებლად ასპარეზობს
Aa
Aa

პირველი გამარჯვება - ძაგნიძე გრან პრიზე წაუგებლად ასპარეზობს

გიბრალტარში ფიდეს ქალთა გრან პრის დასკვნითმა ეტაპი მიმდინარეობს,სადაც ქართული ჭადრაკის ლიდერის ნანა ძაგნიძეც მონაწილეობს.

ნანა ძაგნიძემ პირველი გამარჯვება მესამე ტურში იზეიმა. ქართველმა მოჭადრაკემ ყაზახი დინარა სადუაკასოვა დაამარცხა.

პირველ და მეორე ტურებში ძაგნიძემ პარტიები ყაიმით დაასრულა.

პირველ წრეში მსოფლიო ქალთა რეიტინგის ტოპ-ხუთეულის წარმომადგენელ ეკატერინა ლაჰნოსთან, ხოლო მეორე წრეში უკრაინელ ანა მუზიჩუკთან.

ჩატარებული სამი ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძეს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოჭადრაკე გერმანელ ელიზაბეტ პესს დაუპირისპრიდება.

შეგახსენებთ,რომ გრან პრიში 12 მონაწილეა და ტურნირი წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები