Aa
Aa

"იუვენტუსის" კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი!

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, ტურინის "იუვენტუსმა" მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე იმაშა, რომ "ბიანკონერის" უკვე 33 მატჩია რაც ფრე არ უთამაშია. ასეთი რამ კი, სერია ა-ში აქამდე არ მომხდარა. უკანასკნელად, მოქმედმა ჩემპიონებმა საყაიმო ანგარიში 2016 წლის 19 თებერვალს, "ბოლონიას" წინააღმდეგ დააფიქსირეს. მას შემდეგ კი თითქმის 1 წელია გასული.

აქამდე, რეკორდი "კომოს" ეკუთვნოდა, რომელსაც 1950 და 1951 წლებში ფრედ 32 შეხვედრა არ ქონდა ნათამაშები.

როგორც მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სტუმრად "სასუოლოს" დამარცხება მოახერხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები