ნაპოლიმ ქულები დაკარგა - მილანი და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ!
Aa
Aa

ნაპოლიმ ქულები დაკარგა - მილანი და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ!

სერია ა-ს ბოლო ტურში დრამატული მატჩები გაიმართა. „ნაპოლის“, „იუვენტუსს“ და „მილანს“ შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასული ირკვეოდა.

„ბიანკონერი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. „როსონერი“ „ატალანტას“ შეხვდა სტუმრად და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. 

თავისი მატჩი ვერ მოიგო „ნაპოლიმ“. გატუზოს გუნდი სახლში „ვერონას“ შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი სტეფანო პიოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაუბრუნდა.

ისტორიულ კრახს გადაურჩა „იუვენტუსი“. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ქულების დაკარგვის გამო გავიდა „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგაზე. "პარტენოპეი" კი ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. ცნობისთვის, 2020/2021 წლების სერია ა-ს ჩემპიონი „ინტერი“ გახდა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2013/2014 წლების სეზონში თამაშობდა. "როსონერი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან მერვედფინალურ სტადიაზე მადრიდის "ატლეტიკომ" გამოაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები