კეინი სიტის უახლოვდება - იუნაიტედი ბრძოლას აგრძელებს
Aa
Aa

კეინი სიტის უახლოვდება - იუნაიტედი ბრძოლას აგრძელებს

ჰარი კეინი „ტოტენჰემის“ დატოვებასთან ახლოსაა. ფეხბურთელმა კლუბს უკვე აცნობა, რომ წასვლა სურს და მის სანაცვლოდ მიღებული შემოთავაზებები განიხილონ.

Goal-ი „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის შესახებ უკვე წერდა. პეპ გუარდიოლას აგუეროს წასვლის შემდეგ ახალი ფორვარდის გაფორმება სურს, რომელიც ძირითადის ცხრიანი გახდება.

ამჯერად, Sony Sports-ის ჟურნალისტი იან ჩიზმენი წერს, რომ “ქალაქელებმა“ შესაძლოა კეინი 100 მილიონ ფუნტად შეიძინონ.

ხსენებული ჟურნალისტი „სიტისთან“ დაკავშირებულ თემებში ექსპერტია და თვლის, რომ ტრანსფერი სავსებით რეალურია.

კულუარული ინფორმაციით, პეპ გუარდიოლას გუნდში თამაში თავად კეინსაც სურს, რომელსაც პრემიერ ლიგის დატოვების სურვილი არ აქვს.

Times-ი კი წერს, რომ ინგლისელი ფორვარდისთვის ბრძოლაში „სიტის“ თანაქალაქელი „იუნაიტედი“ შეეცილება. წყაროს ცნობით, „მანკუნიანელები“ საბრძოლვლეად მზად არიან და კლუბი სოლიდური თანხის გამოყოფასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კეინმა, რომელსაც ივნისში 28 წელი უსრულდება, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო და 13 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები