ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში კიტეიშვილის „შტურმმა
Aa
Aa

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში კიტეიშვილის „შტურმმა" ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ქართველი ლეგიონერების, გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა" ოთარ კიტეიშვილის „შტურმს" უმასპინძლა და ანგარიშით - 1-3 დამარცხდა.

„ვოლფსბერგერი" 28-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, 36-ე წუთზე კი დაწინაურებაც შეძლო (1-0), თუმცა მიუხედავად იმის, რომ შტურმმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მეორე ნახევარი მაინც შესანიშნავად ჩაატარა, გაიმარჯვა (1-3) და შედეგად, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოპოვა.

მატჩი შეუცვლელად ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც საგოლე გადაცემით გამოირჩა, გიორბელიძე მოედანზე 67-ე წუთის მიმდინარეობისას გამოჩნდა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში ოთარ კიტეიშვილმა 27 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები