შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ დასახელდა
Aa
Aa

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოდ დასახელდა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „სარაგოსას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 91:60 დაამარცხა. შერმადინმა პარკეტზე 24 წუთი და 12 წამი დაჰყო. ამ პერიოდში გიორგიმ 20 ქულას, 8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო.

ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

შერმადინს კარგი თამაში დაუფასდა და მას ტურის MVP-ის პრიზი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებ გვერდზე საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა. შერმადინმა ჯამში 19 621 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე „რეალის“ კალათბურთელი ედი ტავარესი გავიდა, რომელმაც 12 440 ხმა მიიღო. გიორგიმ მას მნიშვნელოვნად აჯობა.

როგორც მოგეხსენებათ, საბოლოოდ სეზონის საუკეთესო მოთამაშეს კალათბურთელები, მწვრთნელები, ქომაგები და ჟურნალისტები ასახელებენ. თითოეულ სეგმენტს 25% აქვს მინიჭებული და შესაბამისად MVP ხმების საერთო რაოდენობის დათვლის შემდეგ დასახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები