მსოფლიო თასი - თემო დადიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - თემო დადიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისში პარაწოლჭიმში 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს თემო დადიანმა საქართველოს მედალი მოუტანა.

65 კილოგრამ კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა 85 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასის ჩემპიონი ჩილელი ხორხე კარინაოს ერგო, მეორეზე ადგილზე კი იტალიელი ჯუზეპე კოლანტუონი გავიდა. 

შეჯიბრი, რომელიც ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია 23 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

მსოფლიო თასის გათამაშება საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების დაცვით იმართება და 20 ქვეყნის 103 პარასპორტსმენი გამოდის. 

პარაწოლჭიმში ასეთი მასშტაბური ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები