როჯერ ფედერერი
Aa
Aa

როჯერ ფედერერი "ავსტრალიის ღია პირველობის" 2017 წლის ჩემპიონია!

35 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა, როჯერ ფედერერმა, "ავსტრალიის ღია პირველობის" 2017 წლის გათამაშება მოიგო, რითაც კარიერაში მე-18 "დიდი სლემის" ტიტული მოიპოვა და თავისივე რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. 

როჯერმა ფინალურ შეხვედრაში რაფაელ ნადალი 5 სეტიან თრილერში, რომელიც 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, 6:4 3:6 6:1 3:6 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ პარტიაში ნადალმა ბრეიკი მეტოქის პირველსავე ჩაწოდებაზე შეასრულა და 3:1-ზეც დაწინაურდა, თუმცა ფედერერმა მნიშვნელოვან მომენტებში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და ზედიზედ 5 გეიმის აღებით თამაში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები