ნეკნის ტრავმით მოპოვებული ოქროს მედალი - მოჭიდავეების 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ნეკნის ტრავმით მოპოვებული ოქროს მედალი - მოჭიდავეების 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები ყველა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა კი შეჯიბრება 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონი გახდა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი. მესამე საპრიზო ადგილები კი რამაზ თურმანიძემ (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) დაიკავეს.

ვანიშვილმა ფინალის გზაზე ბულგარელი, მოლდოველი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ რაზმიკ პაპიკიანს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ვანიშვილმა ნახევარფინალში მიიღო ნეკნის საკმაოდ მძიმე ტრავმა და ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, შეძლებდა თუ ვერა ფინალის ჭიდაობას.

თეიმურაზ ვანიშვილი - 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი

რამაზ თურმანიძე - 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი 

ვლადიმერ გამყრელიძე - 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი 

21-23 მაისს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის  ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები