ბარნლი დამარცხებულია - ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა
Aa
Aa

ბარნლი დამარცხებულია - ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა

პრემიერ ლიგის ბოლოსწინა ტურში „ლივერპული“ „ბარნლის“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი მერსისაიდელთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლოპის გუნდი ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.

გეტყვით, რომ ამ ტურში „ლესტერმა“ საკუთარი შეხვედრა „ჩელსისთან“ 1:2 დათმო და „ლივერპულის“ გამარჯვების გამო „მელიები“ მე-5 ადგილზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ერთნაირი ქულები აქვს, მე-4 ადგილზე უკეთესი შედეგების გამო მერსისაიდული გრანდია.

ბოლო ტურში „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ მასპინძლობს, „ლესტერი“ კი საკუთარ კედლებში „ტოტენჰემს“ ხვდება. „დეზები“ ევროპის ლიგის ზონიდან ამოვარდნენ, რადგან საკუთარი შეხვედრა „ასტონ ვილასთან“ დათმო და ახლა მათი ევრო ტურნირების მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია.

რაც შეეხება „ჩელსის“, ტუხელის გუნდი ბირმინგემში „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდების ვინაობას უკანასკნელი ტური გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები