4 მედლის შანსი - ბრინჯაო მხოლოდ თურმანიძემ აიღო
Aa
Aa

4 მედლის შანსი - ბრინჯაო მხოლოდ თურმანიძემ აიღო

სკოპიეში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების მოჭიდავეებს 4 მედლის მოპოვების შანსი ჰქონდათ.

რამაზ თურმანიძე (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდნენ, თუმცა წარმატებას მხოლოდ რამაზ თურმანიძემ მიაღწია. ეს უკანასკნელი უკრაინელ კამილ კერიმოვს შეხვდა და მეტოქე 5-3 დაამარცხა.

თურმანიძის შემდეგ, გიორგი ელბაქიძემ იჭიდივა, რომელიც რუსეთის ნაკრების წარმომადგენელს, ინალბეკ შერიევს შეერკინა. ქართველმა ფალავანმა მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 2-8 წააგო.

დასანანი მარცხი განიცადა გოგა მამიაურმა. ჩვენებური 4-1-ს იგებდა, მაგრამ მისმა მოწინააღმდეგემ ბოლო წამებზე ქულების აღება მოახერხა და 7-4 იმარჯვა. ქართველთაგან ბოლოს ხალიჩაზე ლუკა ხუჭუა გავიდა, რომელიც ისლამ ილიასოვს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა - 11-0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები